saqarTvelos mRvimeebi - bujis mRvime
მღვიმე რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს მრავალსართულიანი, მშრალი და წყლიანი დერეფნების სისტემას. ერთ-ერთი შესასვლელი აქვს ადგილ ქვაჯირკთან. მღვიმეს ქვედა სართული მუდმივად წყლიანია, გვხვდება ტბები, ნაღვენთი წარმონაქმნები. დერეფნების ჯამური სიგრძე დაახლოებით 700 მ-ია.